08:27 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-06 16:50:35, 1020 ნახვა

პოლიტიკა
მელია - სააკაშვილის პატიმრობა ნიშნავს, რომ საქართველოს ევროპული მომავალი ჩახერგილია ივანიშვილის ხელისუფლების მიერ

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ნიშნავს, რომ საქართველოს ევროპული მომავლისკენ მიმავალი გზა განგებ ჩახერგილია ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მიერ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ წალენჯიხის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. 

მელიას თქმით, წალენჯიხის მოსახლეობასთან ქვეყნის მომავალი და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობიდან გამოსავალი განიხილა. 

"მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არის სახელმწიფო ინტერესების დაზიანება, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ნიშნავს, რომ საქართველოს ევროპული მომავლისკენ მიმავალი გზა განგებ ჩახერგილია ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მიერ. ამიტომ, ამ საკითხზე ძალიან ბევრი ვისაუბრებთ, როგორ გვესახება საუკეთესო გამოსავალი ამ უმძიმესი ჩიხიდან. შევთანხმდით იმაზე, რაც ამ ქვეყანასა და მის მომავალს წაადგება"- განაცხადა მელიამ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics