20:52 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-06 11:30:36, 1563 ნახვა

საზოგადოება
სააკაშვილი - მათ ვინც „სულიერი რეალობა“ ციხეს დაუკავშირა, გამორჩათ სიტყვა „სულიერი“

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კათოლიკოს-პატრიარქის წერილის საპასუხოდ განცხადებას აქვეყნებს და ილია მეორეს მადლობას უხდის, რომ მის ოჯახის წევრებს შეხვდა. 

ექსპრეზიდენტმა ასევე განმარტა პატრიარქის წერილში ნახსენები "სულიერი რეალობა" და დასძინა, რომ ეს მის სულიერ გაძლიერებას უკავშირდებოდა. 

"დღეს არის შობის ბრწყინვალე დღესასწაული. მადლობელი ვარ მისი უწმინდესობის, რომ მიუხედავად დიდი გადაღლისა, ძალიან თბილად შეხვდა და დიდხანს ესაუბრა სანდრას და ნიკოლოზს.

მინდა ვუპასუხო მათ ვინც "სულიერი რეალობა" რაღაცნაირად ციხეს დაუკავშირა, მათ გამორჩათ სიტყვა "სულიერი".

ბოლო წლის განმავლობაში მე მართლაც გავძლიერდი სულიერად, პირველად მრავალგზის ვეზიარე, ჩავაბარე აღსარება, გავიარე ზეთისცხება და რაც მთავარია მქონდა ბევრი ლოცვის დრო და შესაძლებლობა.

რაც შეეხება ციხეს, უკრაინელი მებრძოლების მთავარი ლოზუნგია - თავისუფლება ან სიკვდილი, ასე რომ გაიმარჯვებს თავისუფლება.

ყველას გილოცავთ შობას", - წერს მიხეილ სააკაშვილი. 

ცნობისთვის, გუშინ საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ მესამე პრეზიდენტს მისალოცი წერილი მისწერა. ილია მეორემ კლინიკაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობა და "ღვთის შეწევნა ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად" უსურვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics