12:29 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-06 09:47:32, 1633 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - პუტინს სურს, შობა უკრაინის წინსვლის შესაჩერებლად გამოიყენოს

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს სურს, რომ ე.წ. საშობაო ზავით, სულ ცოტა ხნით მაინც, აღმოსავლეთში უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა შეაჩეროს.

როგორც უკრაინის ლიდერმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში თქვა, მსოფლიომ იცის, "რუსეთი ომში შესვენებას როგორ იყენებს".

„ახლა უნდათ შობა საფარად გამოიყენონ, რათა ცოტა ხნით შეაჩერონ ჩვენი ბიჭების წინსვლა დონბასში და ჩვენს პოზიციებთან მიიტანონ აღჭურვილობა, საბრძოლო მასალა და მიიყვანონ მობილიზებულები. რას მოგვცემს ეს? გაზრდის დანაკარგს. მსოფლიოში ყველამ იცის, როგორ იყენებს კრემლი შესვენებას ომში, რათა განახლებული ენერგიით განაგრძოს ბრძოლა... რუსეთის ბატონები ახლა საკმაოდ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ფრონტზე დამარცხების გამო და მზად არიან,  სხვადასხვა მანიპულაციისთვის", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ომის დასასრულებლად საჭიროა არა ე.წ. საშობაო ზავი, არამედ რუსი ჯარისკაცების სიმამაცე, რომ როგორმე "დაძლიონ კრემლში მყოფი ერთი ადამიანის შიში", რომელიც რუსეთს ანადგურებს.

„ომის დასასრულებლად სულ სხვა რამეა საჭირო და არა საშობაო ზავი. საჭიროა, რომ რუსეთის მოქალაქეებმა 36 საათით მაინც მოიკრიბონ სიმამაცე, გათავისუფლდნენ სამარცხვინო შიშისგან კრემლში მყოფი ერთი ადამიანის მიმართ. თქვენი შიში ანადგურებს თქვენს ქვეყანას, რომელიც უკვე ღრმადაა.. მაგრამ არა ბუნკერში”, - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, გუშინ, 5 იანვარს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 6 და 7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. მანამდე კი, "საშობაო ზავის" დაწესების ინიციატივით რუსეთის პატრიარქი კირილი გამოვიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics