|
2023-01-05 13:00:15, 945 ნახვა
პოლიტიკა
დეკანოიძე მაკფოლის წერილზე - სააკაშვილის სიკვდილი იქნება პუტინის გამარჯვება და დარტყმა ქართულ დემოკრატიაზე
მაიკლ მაკფოლის განცხადება, რომ ბაიდენმა და მსოფლიო ლიდერებმა სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდონ, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა. დეკანოიძის თქმით, მაკფოლი ხაზს უსვამს, რომ სააკაშვილის სიკვდილი იქნება პუტინის გამარჯვება და დარტყმა ქართულ დემოკრატიაზე. „მაკფოლი მოუწოდებს მსოფლიოს, არ დაუშვან, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პატიმრობაში მოკვდეს. ამერიკელი დიპლომატი ხაზს უსვამს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიერ გავრცელებულ სამედიცინო დასკვნას შესაძლო მოწამვლის შესახებ და ურთავს კლინიკიდან ბოლოს გავრცელებულ სურათს და მას უწოდებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და ჯანმრთელობა არის უკიდურესად საზიანო, ეს მისი მდგომარეობა მხოლოდ და მხოლოდ ახარებს პუტინს. ასეთი მაღალი დონის დიპლომატისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, ასევე თეთრი სახლის ადმინისტრაციასთან დაახლოებული, ძალიან მნიშვნელოვანი ექსპერტის, სტენფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის დირექტორის შეფასება, განსაკუთრებით პუტინის მიერ მოაზრებულ მიხეილ სააკაშვილის დასჯასთან, არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეგახსენებთ, ის საქართველოს ხელისუფლებას, მათ შორის იმ ადამიანებს, ვინც ხელისუფლებაში მოვიდა 2012 წელს, პუტინის პროქსებს უწოდებს და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი, რომელმაც დიდი რაოდენობით ფინანსური კაპიტალი დააგროვა, არა საქართველოში, არამედ რუსეთში, სწორედ ამ პარტიის მმართველობაში ყოფნისას მოხდა პარტიების შევიწროება, სამოქალაქო სექტორის დევნა. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პარტიის მმართველობისას ხდება ყველაზე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება საპყრობილეში, რაც პირველ რიგში უხარია პუტინს. ეს კარგად ესმის, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკის, რომელმაც გასულ თვეში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს ექსპრეზიდენტის გათავისუფლებისკენ. აგრეთვე იგი ეყრდნობა სტრასბურგის რეზოლუციას, რომელშიც გასაგებად არის ჩაწერილი, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, რომ ის ყარამურზასთან ერთად, დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს. ამიტომ მისი მოწოდება, რომ ბაიდენმა და მსოფლიო ლიდერებმა ყველაფერი გააკეთონ, რათა საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდონ, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ, ეს სტატია, ასევე ბევრი სხვა მიმართულებით მუშაობა, ნამდვილად შესძენს დამატებით ეფექტს მიხეილ სააკაშვილის მიმართ ყურადღებას, რომელიც აუცილებელია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის მიმართულებით“,- განაცხადა დეკანოიძემ.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)