09:26 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-04 16:15:08, 1068 ნახვა

პოლიტიკა
მელია - ვიკრიბებით მსოფლიოს მასშტაბით, რათა გავაგონოთ სამყაროს, რომ არჩევანს ვაკეთებთ სიცოცხლის სასარგებლოდ

ვიკრიბებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით, იმისათვის, რომ მკაფიოდ გავაგონოთ კიდევ ერთხელ მთელ ცივილიზებულ სამყაროს, რომ ვართ სოლიდარულები და არჩევანს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, ვაკეთებთ, სიცოცხლის სასარგებლოდ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. 

მელია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას ზუგდიდში შეუერთდება აცხადებს, რომ აქცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ მოსახლეობა არჩევანს აკეთებს ევროპული მომავლის სასარგებლოდ. 

"არ არსებობს პრეტენდენტი, როდესაც მსოფლიოს ბევრ დედაქალაქში ერთდროულად იმართებოდეს სოლიდარობის აქცია, ამავდროულად არის ძალიან სევდიანი. მსოფლიოს სოლიდარობის ეს კონკრეტული აქცია ემსახურება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას.  ვიკრიბებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით, იმისათვის, რომ მკაფიოდ გავაგონოთ კიდევ ერთხელ მთელ ცივილიზებულ სამყაროს, არა ყრუ ხმა, არამედ მკაფიო ხმა, რომ დიახაც, ჩვენ ვართ სოლიდარულები და არჩევანს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, ვაკეთებთ, სიცოცხლის სასარგებლოდ. დიახაც ჩვენ ვართ სოლიდარულები და არჩევანს მტკივნეულ საბჭოთა წარსულსა და ევროპულ მომავალს შორის, არჩევანს ვაკეთებთ ევროპული მომავლის სასარგებლოდ, ვართ სოლიდარულები და ვამბობთ, რომ სიკეთე გაიმარჯვებს ბოროტებაზე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე", - განაცხადა ნიკა მელიამ. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 4 იანვარს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებსა და საქართველოს 8 ქალაქში აქციები გაიმართება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics