|
2023-01-03 10:49:38, 1514 ნახვა
ომი უკრაინაში
ISW - უკრაინის შეირაღებული ძალების დარტყმა ოკუპირებულ მაკიივკაში, ძირს უთხრის პუტინის ავტორიტეტს
უკრაინის შეირაღებული ძალების დარტყმა ოკუპირებულ მაკიივკაში, ძირს უთხრის პუტინის ავტორიტეტს,- ამის შესახებ ინფორმაციას ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს. ანალიტიკოსების თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, სავარაუდოდ, ცდილობს თავისი ცუდი ოპერატიული უსაფრთხოების პასუხისმგებლობა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ჩინოვნიკებზე და მობილიზებულ ძალებზე გადაიტანოს. "რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, სავარაუდოდ, ცდილობს თავისი ცუდი ოპერატიული უსაფრთხოების პასუხისმგებლობა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ჩინოვნიკებზე და მობილიზებულ ძალებზე გადაიტანოს, მაგრამ დარტყმის ბუნდოვანმა აღიარებამ მაინც გამოიწვია კრიტიკა რუსეთის სამხედრო სარდლობის მიმართ. ასეთი ღრმა სამხედრო წარუმატებლობა გაართულებს პუტინის მცდელობებს დაამშვიდოს რუსული ომის მომხრე საზოგადოება და შეინარჩუნოს დომინანტური ნარატივი შიდა საინფორმაციო სივრცეში", - აღნიშნულია განცხადებაში. ISW-ის ცნობით, ასეთი სამხედრო წარუმატებლობები სულ უფრო გაართულებს პუტინის მცდელობებს დაამშვიდოს ომის მომხრე საზოგადოება და შეინარჩუნოს დომინანტური ნარატივი შიდა საინფორმაციო სივრცეში. შეგახსენებთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 31 დეკემბრის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ მაკიივკაში 400 მობილიზებული რუსი სამხედრო გაანადგურეს. თავდასხმას ადასტურებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროც, თუმცა აცხადებს, რომ სარაკეტო დარტყმის შედეგად მაკიივკაში მხოლოდ 63 რუსი სამხედრო დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)