22:50 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-30 17:13:55, 1666 ნახვა

საზოგადოება
რამ შეიძლება გამოიწვიოს ვარიკოზი?

ბოლო წლებში ვენური დაავადებების მქონე ადამიანთა ასაკი გაახალგაზრდავდა, რაც სხვადასხვა ფაქტორით არის გამოწვეული. ამ პრობლემის მთავარ გამომწვევ  მიზეზად განიხილავენ ჭარბწონიანობასა და უმოძრაო ცხოვრების წესს. თუ დიდხანს ჯდომის ან დგომისას ქვედა კიდურებში უსიამოვნო შეგრძნება ძლიერდება, ხოლო მოსვენების პერიოდში, ფეხების ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დაფიქსირების დროს  ეს შეგრძნება მცირდება, დიდი ალბათობით საქმე ვენურ დაავადებასთან გვაქვს და დროა, სპეციალისტს მიაკითხოთ. ვენების ვარიკოზული დაავადების მანიშნებელია:

  • ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება;
  • ტკივილი წვივებში;
  • ფეხების შეშუპება;
  • წვივებისა და ტერფების ქავილი.

ეს სიმპტომები ზაფხულში ჯდომისა და დგომის დროს კიდევ უფრო ძლიერდება. ვარიკოზის მოვლისთვის არსებობს სამედიცინო საშუალებები - კომპრესიული კოლგოტები და წინდები, რომლებიც ქვედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას აჩქარებს, ასევე, ფეხებში შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ხსნის. კომპრესიული წინდები გამოიყენება თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნითაც, ნაკლებად მოძრავი, მჯდომარე ან მდგომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისში. ვარიკოზის მოვლის საშუალებები  წვივებში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და  კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში უზრუნველყოფს. გარდა მკურნალობის ამ მეთოდისა, ვარიკოზულ ვენებზე შესაძლოა, ქირურგიული ოპერაციის ჩატარება, სკლეროთერაპია და მედიკამენტების მიღება.

ვენების ვარიკოზული დაავადების პრევენცია სპეციალისტთან დროული მიმართვიანობა და სწორი მკურნალობაა. კომპრესიული წინდები ის ვარიკოზის მოვლის საშუალებებია, რომლებიც დღის მანძილზე კომფორტისა და სიმსუბუქის შეგრძნებას განაპირობებს და გვიმსუბუქებს ყოველდღიურობას. მათი მოხმარება რეკომენდებულია როგორც პროფილაქტიკის მიზნით, ასევე სამკურნალოდ. სწრაფი და ზუსტი მკურნალობა საბოლოოდ დაგავიწყებთ ვარიკოზსა და ქვედა კიდურებში სიმძიმისა და დაღლილობის შეგრძნებას. გაითვალისწინეთ, რომ კომპრესიული წინდები უშუალოდ ექიმის მიერ პრობლემის სირთულის მიხედვით ინიშნება.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics