|
2022-12-30 16:20:16, 1697 ნახვა
საზოგადოება
წელის ორთოპედიული ქამრები „ახალი ხედვისგან“
წელზე არსებული პრობლემების დროს პაციენტები აქტიურად იყენებენ წელის ქამრებს. ამ პროდუქტებს მრავალმხრივი ფუნქცია-დანიშნულება და გამოყენების წესი აქვთ. წელის ქამრები გამოიყენება სხვადასხვა დაავადების როგორც სამკურნალოდ, ისე რეაბილიტაციის პროცესში და სხვადასხვა დაზიანების პრევენციისთვის. ისეთი, დაავადებების დროს, როგორიცაა: ოსტეოართრიტი, ოსტეოპოროზი, სქოლიოზი და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობა, ძირითადად, მყარჩანართიან წელის კორსეტები გამოიყენება, ხოლო რევმატული დაავადებების, წელისა და ზურგის არეში დისკომფორტისა და ტკივილის შესამცირებლად მატყლის ელასტიური ქსოვილისგან დამზადებული ზურგის ქამარი გამოგადგებათ. მოტეხილობების შემთხვევაში კი ხერხმელის სვეტის სტაბილიზაციას ჰიპერექსტენზიის კორსეტი უზრუნველყოფს. რაც შეეხება სპორტულ დაზიანებებს, როგორიცაა: ზურგის ქვედა ნაწილის დაჭიმვა, მალთაშუა დისკის თიაქრი, ამ შემთხვევაში ეფექტურია - ლუმბოსაკრალური ზურგის კორსეტის ტარება. იმისათვის, რომ ზუსტად განსაზღვროთ, თუ როგორი სახის წელის ქამარი გჭირდებათ, საჭიროა, რომ ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია და მისი რეკომენდაციის შესაბამისად შეიძინოთ თქვენზე მორგებული წელის კორსეტი. ამ პროდუქტების დეტალური დათვალიერება შეგიძლიათ კომპანია “ახალი ხედვის” საიტზე. გარდა ამისა, უმაღლესი ხარისხის საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდების წელის ქამრების ნახვა როგორც კომპანიის ვებგვერდზე, ისე ყველა არსებულ ფილიალშია შესაძლებელი. მათი მწარმოებელია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდები - მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. MORSA CYBERG თურქული ორთოპედიული პროდუქციის მწარმოებელი ლიდერი კომპანიაა, რომელიც თავის ნაწარმს მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანას აწვდის, ის საქართველოში კომპანია „ახალი ხედვის“ ექსკლუზიური პარტნიორია. Morsa Orthopedics მომხმარებელს სთავაზობს 200-ზე მეტ პროდუქტს ორთოპედიული მიმართულებით. Morsa Cyberg გლობალურ სამედიცინო ბაზარზე მაღალი ხარისხითა და ინოვაციური მიდგომებით მრავალჯერაა აღიარებული. წელის ქამრების გამოყენებამდე უმჯობესია, რომ პირად ექიმთან ვიზიტი დაგეგმოთ და რეკომენდაციები მისგან მიიღოთ, რადგან ამ პროდუქტის ტარების პერიოდი ინდივიდუალურად, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება. შესაძლოა, მათი გამოყენება რამდენიმე კვირის მანძილზე საკმარისი იყოს, თუმცა, მოსალოდნელია, ეს პერიოდი რამდენიმე თვეც კი გაგრძელდეს. ასევე მნიშვნელოვანია ზომისა და კორსეტის ქსოვილის ხარისხის სწორი შერჩევა,რათა გამოყენების პროცესი იყოს მაქსიმალურად ეფექტური და კომფორტული.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)