|
2022-12-29 16:02:16, 811 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია - გასულ წელს, რამდენიმე ახალი დაცული ტერიტორია შეიქმნა და მათი საერთო ფართობი, 120 000 ჰექტრით განისაზღვრა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ დაცული ტერიტორიების განვითარების მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე გადაცემის „ბიზნესპარტნიორი“ ეთერში ისაუბრა. „მიმდინარე წელს, დაცული ტერიტორიების მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით: შეიქმნა რამდენიმე ახალი დაცული ტერიტორია და მათი ფართობი, დაახლოებით, 120 000 ჰექტრით განისაზღვრა. ქვეყნის ტერიტორიის, დაახლოებით, 13% დაცული ტერიტორიაა და ამ პროცესს ვაგრძელებთ. ვმუშაობთ გურიის და სამეგრელო-ზემო სვანეთის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ტერიტორიებზე მნიშვნელოვანია შესაბამისი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა. წელს გაიხსნა წალკის კანიონი, რომელსაც, უამრავი ტურისტი ეწვია. მომავალში გვექნება ახალი ლოკაციები. აქტიურად ვმუშაობთ, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა გვქონდეს, რათა რაც შეიძლება მეტი ვიზიტორი ეწვიოს ჩვენს დაცულ ტერიტორიებს. აქვე აღვნიშნავ, რომ ამ მიმართულებით კარგი შედეგები გვაქვს. წელს უკვე გვყავდა 880 000-ზე მეტი ვიზიტორი, რაც გაცილებით მეტია წინა წელთან შედარებით. ვფიქრობ, რომ 2023 წელი, ამ კუთხით, კიდევ უფრო აქტიური გვექნება. ჩვენ, როგორც ბიუჯეტის სახსრებით, ასევე კერძო ინვესტიციების მოზიდვით, ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ, რომ კიდევ უფრო მეტი საინტერესო ობიექტი გაჩნდეს ქვეყანაში“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)