|
2022-12-28 09:28:29, 1534 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკის განცხადებით, 2023 წელი ფრონტის ხაზზე გადამწყვეტი უნდა იყოს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 2023 წელი ომის ფრონტის ხაზზე გადამწყვეტი უნდა იყოს. უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ მან უმაღლესი სარდლის შტაბის სხდომა გამართა, სადაც მეთაურებთან ერთად გადაწყვიტეს უახლოესი ნაბიჯები. "თემა ნათელია. პირველ რიგში, ეს არის ბახმუტი, კრემენნაია და ზოგადად დონბასი. მტრის შესაძლო მოქმედებები აღმოსავლეთის მიმართულებით და ჩვენი ქმედებები. ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების მომზადებას მომავალი წლისთვის. ეს უნდა იყოს გადამწყვეტი წელი. ჩვენ გვესმის, რა რისკებია ზამთარში, გვესმის, რა უნდა გავაკეთოთ გაზაფხულზე. ეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორმა უნდა აჩვენოს“, - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ განიხილეს საბრძოლო მასალის მიწოდება და სამხედრო ტექნიკის შეკეთება. „სხვათა შორის, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს სპეციალისტებს, ყველა ჩვენს პარტნიორს, ყველას, ვინც ჩართულია შესაბამის სამუშაოებში. ჩვენ მოვახერხეთ ასეთი სისტემის ჩამოყალიბება არა მხოლოდ შეკეთებული ტექნიკის ბრძოლის ველზე დასაბრუნებლად, არამედ დატყვევებული ტექნიკის წასაღებად. ეს არის წლის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი“, - ამბობს სახელმწიფო მეთაური. აღსანიშნავია, რომ სამხედრო ექსპერტები ოლეგ ჟდანოვი და რომან სვიტანი მიიჩნევენ , რომ რუსეთთან ომის მომდევნო თვეები უკრაინისთვის ყველაზე რთული იქნება. ჟდანოვის თქმით, უკრაინას ძირითადად შეტევითი ოპერაციების ჩატარება მოუწევს. შეტევის დროს დანაკარგები ყოველთვის უფრო დიდია, ვიდრე დაცვის პოზიციაში.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)