00:42 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-28 09:24:00, 1457 ნახვა

ომი უკრაინაში
დანილოვი - რუსეთმა ბომბდამშენების დამალვა დაიწყო, რადგან ესმის, რომ უკრაინას მათი განადგურება შეუძლია

რუსეთის სარდლობა მალავს ბომბდამშენებს, რადგან ესმის, რომ უკრაინას მათი განადგურება შეუძლია,- ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთში არც ისე ბევრია შესაფერისი თვითმფრინავი, რომელსაც შეუძლია უკრაინის ტერიტორიის დაბომბვა.

„მტერმა დაიწყო მათი დამალვა. მას ესმის, რომ ჩვენ შეგვიძლია რეგულარულად გავანადგუროთ ისინი იმ ტერიტორიებზეც კი, სადაც არ ელოდნენ. მათ ბობდამშენები პრიმორსკის მხარეში გადაიტანეს. მაგრამ დამიჯერეთ საჭიროების შემთხვევაში, პრიმორსკის მხარესა და შორეულ აღმოსავლეთს გადაეცემა ის ყუველაფერი, რაც მტერს პრობლემებს შეუქმნის“,- განაცხადა დანილოვმა.

დანილოვის თქმითვე, ჯერ არ არსებობს გარანტიები, რომ რუსეთი ახალ წლამდე მასობრივ დაბომბვას არ განახორციელებს.

„ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ მას არ დარჩა ამდენი რაკეტა მასიური დაბომბვისთვის - ორი-სამი, მაქსიმუმ ოთხჯერ. მტერმაც იცის ამის შესახებ. ამიტომ ვფიქრობთ, იქნებ გამოიზოგონ ისინი”,- დასძინა დანილოვმა.

შეგახსენებთ, რომ დეკემბრის დასაწყისში რუსეთის ენგელსის აეროდრომსა და რიაზანის რეგიონის საჰაერო ბაზაზე აფეთქებები მოხდა. ამის შემდეგ უცნობი დრონი თავს დაესხა კურსკის აეროდრომს .

26 დეკემბრის ღამეს ენგელსის აეროდრომი კვლავ დაიბომბა. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია ჩამოგდებული " უკრაინული დრონის " ნამსხვრევების შესახებ.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის თქმით, იმ დღეს დამპყრობლებმა უკრაინის ახალი დაბომბვა დაგეგმეს, მაგრამ აფეთქებებმა მათ ამის განხორციელებაში ხელი შეუშალა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics