|
2022-12-27 22:31:00, 836 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ უკრაინელ მოზარდებს „საახალწლო სოფელში“ უმასპინძლა
უკრაინელი მოზარდები, რომლებიც თბილისის მერიის მოწვევით და სრული დაფინანსებით უკვე კვირაზე მეტია თბილისში იმყოფებიან, დღეს თბილისის მერს შეხვდნენ. კახა კალაძემ უკრაინული ახალგაზრდული სპორტული სკოლა „მიკოლაივის“ საფეხბურთო გუნდის წევრებს და მათ მწვრთნელებს „საახალწლო სოფელში“ უმასპინძლა. მოზარდები ორბელიანის მოედანზე მიმდინარე კონცერტსაც დაესწრნენ. საფეხბურთო გუნდის წევრებმა თბილისის მერს მადლობა გადაუხადეს გულთბილი მასპინძლობისთვის და საკუთარი ხელით შექმნილი პლაკატი აჩუქეს. „მინდა მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი და გისურვოთ, რომ არასდროს, არასდროს აღარ გენახოთ ომი. მშვიდობა და კეთილდღეობა ჰქონოდეს უკრაინას და ბევრი დღესასწაული გეზეიმოთ,“- განაცხადა კახა კალაძემ მოზარდებთან შეხვედრაზე. უკრაინული ახალგაზრდული სპორტული სკოლა „მიკოლაივის“ საფეხბურთო გუნდის წევრები თბილისში, „დინამოს აკადემიის“ ბაზაზე ცხოვრობენ, ატარებენ მატჩებს, ესწრებიან სხვადასხვა სახის ტრენინგებს თუ საგანმანათლებლო ტურებს, რის ხარჯებსაც თბილისის მერია უზრუნველყოფს. „თბილისის მერია მასპინძლობს მიკოლაივის სპორტული სკოლის აღსაზრდელებს და მათ მწვრთნელებს "დინამოს აკადემიის" ბაზაზე. ძალიან საინტერესო პროგრამა აქვთ - ვარჯიშები, ქალაქის ტური. სხვადასხვა გასართობი ღონისძიების ფარგლებში დავათვალიერებინეთ დედაქალაქი, სახელოვნებო სივრცეები, ჩაუტარდათ საგანმანათლებლო ტრენინგებიც. ვიმედოვნებთ, ძალიან კარგი შთაბეჭდილებებით წავლენ. ჩვენ გავაგრძელებთ მათთან თანამშრომლობას და სხვადასხვა სპორტული და გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აუცილებლად მოვიწვევთ მომავალშიც. ვფიქრობ, ასეთ მძიმე და სტრესულ მდგომარეობაში მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის მხარდაჭერა“, - განაცხადა თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ. „საახალწლო სოფელში“ მერთან ერთად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და მერის მოადგილე ანდრია ბასილაია იმყოფებოდნენ.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)