12:20 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-27 16:31:05, 717 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში საახალწლო ღონისძიებები იმართება

ნაძალადევის რაიონში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში საახალწლო კარნავალი გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, დღის პირველ ნახევარში საქართველოში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობდა, ასევე, საახალწლო-საკარნავალო სამოსში ჩაცმული მსახიობების თეატრალიზებული მსვლელობა მოეწყო.

მათივე ცნობით, დღის მეორე ნახევარში ჯგუფ ,,მიქსტურას” კონცერტი გაიმართა, საღამო კი DJ-მ დაასრულა. კარნავალი მოცეკვავე გოგონებმა გააფორმეს. სტუმრებს საახალწლო საჩუქრებიც გადაეცათ.

ღონისძიებას ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად დაესწრო.

„კიკვიძის პარკში მთელი დღის განმავლობაში სადღესასწაულო განწყობა გვქონდა. პროგრამა განკუთვნილი იყო, როგორც პატარებისთვის, ასევე, უფროსებისთვის, სხვადასხვა აქტივობაც ჩატარდა. კიდევ ერთ საახალწლო კონცერტს ჩავატარებთ ზღვისუბანში. ამ ფორმით ვეცადეთ მოსახლეობისთვის საახალწლო განწყობა შეგვექმნა და გაგველამაზებინა წინასადღესასწაულო პერიოდი. ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გისურვებთ 2023 წელი მშვიდობისა და კეთილდღეობის მომტანი ყოფილიყოს“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.

ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის გარდა, საახალწლო კონცერტი ზღვისუბანშიც ჩატარდა, სადაც საკონცერტო ნომრები მომღერალმა, გიორგი ცხადაძემ ბენდთან ერთად შეასრულა. აღნიშნული ღონისძიებები ნაძალადევის რაიონის ორგანიზებითა და დაფინანსებით ჩატარდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics