12:54 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-27 14:25:33, 891 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - გვჯერა, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ძალიან მალე მიიღებს

ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ძალიან მალე მიიღებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ხელისუფლება კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ელოდა, თუმცა სტატუსის არმინიჭება არა დამსახურებული, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.

"მინდა შევეხო წლის მთავარ მოვლენას, ეს არის ევროკავშირის გადაწყვეტილება - საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, რომელიც მანამდე იყო ძალიან რთული წარმოსადგენი. ამ ომმა დააჩქარა პროცესები. ჩვენ ეს კარგად გვესმის. ველოდებოდით, რომ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს, თუმცა გვესმის, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყეტილება მხოლოდ, ეს არ იყო დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ამ ეტაპზე არ მიენიჭა სტატუსი, თუმცა ჩვენ გვჯერა, რომ ამ სტატუსს ქვეყანა ძალიან მალე მიიღებს. ამისი თქმის საფუძველს მაძლევს ის გარემოება და ის წარმატებული რეფორმები, რომლებიც ჩვენ ყველამ ერთად გავატარეთ. 12 რეკომენდაცია, რომელიც განისაზღვრა ჩვენი ქვეყნისთვის, ზედმიწევნით იქნა შესრულებული პარლამენტისა და მთავრობის მიერ. რა თქმა უნდა, ახლა ველოდებით ჩვენი ევროპელი კოლეგების გადაწყვეტილებას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics