|
2022-12-26 17:13:07, 895 ნახვა
საზოგადოება
ალასანიას განცხადებით, სააკაშვილს მიმოწერის უფლება შეეზღუდა - „წერილმა უნდა გაიაროს კანცელარია, ნებისმიერი წაიკითხავს“
საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს წერილის გაგზავნის უფლება შეეზღუდა. როგორც ექსპრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა "ვივამედის" დატოვების შემდეგ განაცხადა, წერილის გაგზავნა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ის ჯერ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შევა. "პირადი წერილების გასაგზავნად, ეს შეიძლება მოხდეს კანცელარიის გავლით. კანცელარია უნდა გაიაროს წერილმა, ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩაიხედოს და წაიკითხოს. თურმე, თუ გინდა რაიმეს გაგზავნა ასე უნდა მოხდეს, როგორც ამოხსნეს",- ამბობს ალასანია. შეგახსენებთ, რომ სამი დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა რუს უფლებადამცველს წერილი გაუგზავნა, სადაც მესამე პრეზიდენტი წერს, რომ პუტინმა მისი ციხეში მოკვლის ბრძანება გასცა და ის ნამდვილად ციხეში მოწამლეს. ამასთან, ფეიგინმა მიხეილ სააკაშვილისგან მიღებულ წერილს უპასუხა და განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტის დასახმარებლად გეგმა გააჩნია, თუმცა დაელოდება საქართველოს ხელისუფლების რეაქციას და თუ არაფერი მოხდება, მაშინ დაიწყებს მოქმედებას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)