|
2022-12-26 11:34:25, 1005 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - ჩვენ ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს ვცემთ, მაგრამ ყველაზე მეტად ჩვენი ქვეყანა გვიყვარს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში არსებულ რთულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს, რათა დაეხმაროს ომში მყოფ ქვეყანას. ღარიბაშვილმა ასევე დასძინა, რომ მთავარი ამოცანა მაინც საკუთარ ეროვნული ინტერესების დაცვაა. „ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ და ვაკეთებთ, რომ დავეხმაროთ უკრაინას, მხარი დავუჭირეთ ყველა ფორმატში. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის არ იყო სასიამოვნო, იმ განცხადებების მოსმენა, რომელსაც ჩვენ ვისმენთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ ვინაიდან მათი ქვეყანა არის ომში, არ გვსურს ზედმეტი განცხადებების გაკეთება. ჩვენი მთავარი ამოცანა არის საკუთარ ეროვნული ინტერესების დაცვა. ჩვენ ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს ვცემთ, მაგრამ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ცნობისთვის, დღეს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - ელჩების კონფერენცია 2022 გაიხსნა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)