22:07 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-26 10:18:17, 2204 ნახვა

სამართალი
პენიტენციურის წარმომადგენლის მიმართ შეძახილების გამო 20-მდე პირის წინააღმდეგ საქმე აღძრეს

"მკვლელო", "მონა", "არ გრცხვენია?!", - პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის მიმართ განხორციელებული შეძახილების გამო საგამოძიებო სამსახურმა 20-მდე პირის წინააღმდეგ საქმე აღძრა. 

შემთხვევა 14 დეკემბერს მოხდა, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე მსჯელობა ერთი თვით გადადო. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერებმა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი ხმაურის ფონზე გააცილეს.

შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.

აღნიშნულს წინ უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე მორიგი პროცესი 29 დეკემბერს გაიმართება.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics