01:11 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-26 09:37:40, 873 ნახვა

საზოგადოება
UNESCO-ს საგრანტო პროექტის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები ტრენერებად გადამზადდნენ

UNESCO-ს პირველი საგრანტო პროექტის “მდგრადი  ტურიზმისა და კერძო სექტორის ჩართულობის ხელშეწყობა საზოგადოების ინკლუზიური განვითარებისთვის Covid-19 კრიზისის საპასუხოდ” ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ტრენერებად გადამზადნენ. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, ტრენერებმა მიღებული ცოდნა UNESCO-ს პროექტის ფარგლებში დასაქმებულ მოხალისეებს, ადგილობრივ მოსახლეობას და მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის წარმომადგენლებს გაუზიარეს და UNESCO-ს უბნის მართვის საკითხები გააცნეს.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტრენერების მიერ ჩატარებულ ტრენინგს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეები თამარ ხახიშვილი და თომა დეკანოიძე, ასევე UNESCO-ს ექსპერტი პიტერ დებრინი ესწრებოდნენ. სტუმრებმა დადებითად შეაფასეს ტრენერების მუშაობა და მათ UNESCO-ს ოფიციალური სასწავლო კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადასცეს. გადამზადებული ტრენერები სამომავლოდ დაცული ტერიტორიების სააგენტოს სისტემის თანამშრომელთა და ტერიტორიების ირგვლივ მაცხოვრებელთათვის სისტემატიურად განახორციელებენ ტრენინგთა ციკლს.

UNESCO-ს პროექტი “მდგრადი  ტურიზმისა და კერძო სექტორის ჩართულობის ხელშეწყობა საზოგადოების ინკლუზიური განვითარებისთვის Covid-19 კრიზისის საპასუხოდ” GIZ-ის ფინანსური მხარდაჭერით, UNESCO-ს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება და კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics