01:30 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-25 16:48:49, 1236 ნახვა

საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი - მოსახლეობას მოვუწოდებ სააკაშვილის შეწყალებისკენ, მმართველ გუნდს გავუადვილებთ ამოცანას

ის არ არის სიკვდილმისჯილი და მას აქვს უფლება იმკურნალოს და თუ ეს აქ ამ ქვეყანაში არ ხერხდება, ეს მოხდეს უცხოეთში,- ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. 

მეუფე ნიკოლოზმა მიუწოდა მოსახლეობას, შეიწყალონ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რათა “მმართველ გუნდს გაუადვილდეს ამოცანა"

"ის არ არის სიკვდილმისჯილი და მას აქვს უფლება იმკურნალოს და თუ ეს აქ ამ ქვეყანაში არ ხერხდება, ეს მოხდეს უცხოეთში. ერთია ციხეში ჯდომა და მეორეა, რომ არ უნდა მოკვდეს ეს ადამიანი ციხეში, ამიტომ მე ყველა ადამიანს, აბსოლუტურად ყველას მოვუწოდებ მოწყალებისკენ. თუ ჩვენი მოსახლეობა, რიგითი ადამიანები სათითაოდ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, რომ შეიწყალონ ადამიანი, რაც დღეს აბსოლუტურად რეალურია, სჭირდება მას ჩვენი მხრიდან შეწყალება, მაშინ მმართველ გუნდს გავუადვილებთ ამოცანას", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics