|
2022-12-25 15:06:05, 3046 ნახვა
ომი უკრაინაში
პუტინი - ოპონენტებს სურთ რუსეთის დაშლა უკრაინის კრიზისის გზით, ჩვენი მიზანი რუსი ხალხის გაერთიანებაა
"დაყავი და იბატონე" - ისინი ამას ყოველთვის ცდილობდნენ, ახლაც ცდილობენ, მაგრამ ჩვენი მიზანი სხვაა - რუსი ხალხის გაერთიანება", - ამბობ პუტინი. კითხვაზე რა მოუტანა რუსეთს გასულმა წელმა და ახლოვდება თუ არა გარკვეული „საშიში ხაზი“, პუტინმა აღნიშნა, რომ დარწმუნებულია არჩეული გზის სისწორეში. „არ მგონია, რომ ეს ასე სახიფათო იყოს, ვფიქრობ, რომ ჩვენ ვმოქმედებთ სწორი მიმართულებით, ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ხალხის ინტერესებს და უბრალოდ სხვა გზა არ გვაქვს გარდა იმისა, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ამ პროცესის ყველა მონაწილესთან ვისაუბროთ რაღაც მისაღებ შედეგებზე, მაგრამ ეს მათი საქმეა - მოლაპარაკებებზე უარს არ ვამბობთ ჩვენ, არამედ ისინი“, - განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, რუსეთი ყოველთვის ცდილობდა ყველა დავის მოგვარებას მშვიდობიანი გზით, მოლაპარაკებების გზით. „მაგრამ, სამწუხაროდ, მეორე მხარე სხვაგვარად იყო განწყობილი, დაიწყეს, როგორც არაერთხელ მითქვამს, ეს ყველამ ვიცით, მკაცრი სამხედრო მოქმედებების განხორციელება. ასეა თუ ისე, იძულებული გავხდით ავმდგარიყავით და ხალხისთვის, ვინც ამ ტერიტორიებზე ცხოვრობს, დაგვეჭირა მხარი. ყველაფერი ამით დაიწყო, ყველაფერი ამით დაიწყო!" თქვა პუტინმა. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა დასძინა, რუსეთი უკრაინის კრიზისში „ვერ მოიქცეოდა ისე ცინიკურად, როგორც დასავლეთი“. “ჩვენ არ შეგვეძლო! ჩვენ გვაქვს სხვა ფილოსოფია, განსხვავებული დამოკიდებულება ცხოვრებისა და ადამიანების მიმართ. ახლა, თუ გადავხედავთ იმ ადამიანებს, რომლებიც ღრმად იყვნენ ჩაძირული აღმოსავლური ქრისტიანობის, დასავლური ქრისტიანობის, ისლამის მორალურ ღირებულებებში, ისინი ყოველთვის იტყვიან, რომ ჩვენ გვაქვს განსხვავებული მიდგომები, ზოგადად, უფრო მატერიალური მიდგომაა და ცხოვრებაში წარმატების განსაზღვრა მატერიალურ ნაწილში”,-აღნიშნა მან. სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, რომ „რუსების 99,9 პროცენტი მზად არის ყველაფერი თავისი სამშობლოს ინტერესებში ჩააყენოს“ და ეს არწმუნებს მას, რომ „რუსეთი განსაკუთრებული ქვეყანაა და აქ განსაკუთრებული ხალხი ცხოვრობს“.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)