|
2022-12-25 13:09:05, 951 ნახვა
საზოგადოება
ალასანია სააკაშვილზე - საშინელი სისუსტე აქვს, ნერვული სისტემა დანგრეული - პატრიოტიზმისთვის ისჯება
საშინელი სისუსტე აქვს, ნერვული სისტემა აბსოლუტურად დანგრეული. ყოველი საათი ძვირფასია ჩვენთვის,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა "ვივამედის" დატოვების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის გადავადება ნორმალური მოვლენა არ არის, რადგან ჩანს გაჭიანურების ტენდენცია. "საშინელი სისუსტე აქვს, ნერვული სისტემა აბსოლუტურად დანგრეული. ყოველი საათი ძვირფასია ჩვენთვის. მე, რა თქმა უნდა, არ მომეწონა ასეთი გადადება, როცა განსაკუთრებული შემთხვევაა, მე მგონია, რომ ყველას შეუძლია ცოტა...მით უმეტეს რომ ახალი წელი მოდის უკვე და მერე საერთოდ მკვდარი დღეები იწყება, ამ საქმისთვის ვამბობ, თორემ ისე ძალიანაც ცოცხალი დღეებია, ახალი წელია კი ბატონო, მაგრამ რით ვაბიჯებთ ამ ახალ წელში, იმით, რომ ეს ადამიანი გვყავს ციხეში და ასეთ მდგომარეობაში და ელოდება სიკვდილს. რა მაკვირვებს იცით, მე ცხოვრების დიდი ნაწილი გავატარე საბჭოთა კავშირში და მაშინაც კი, რომ მახსოვს, ამერიკის სიყვარულიც კი არ იყო ისე აკრძალული, როგორც დღეს ჩვენთან ისჯება სამშობლოს სიყვარული, აი მაგალითი გვაქვს ცოცხალი. მიხეილ სააკაშვილი ისჯება პატრიოტიზმისთვის", - ამბობს ალასანია. შეგახსენებთ, რომ 22 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობის განხილვაზე პირველი სხდომა ჩატარდა. პროცესს კლინიკა "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილი დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი პროცესი 29 დეკემბერს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)