09:26 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-25 13:10:49, 2370 ნახვა

ომი უკრაინაში
ვაგნერს დიდი დანაკარგები აქვს, ბახმუტთან რუსების შეტევის ტემპი შემცირდა - ISW

კერძო სამხედრო დანაყოფ "ვაგნერს" დიდი დანაკარგები აქვს, ბახმუტთან მისი შეტევის ტემპი შემცირდა. - ამის შესახებ, ნათქვამია ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) მოხსენებაში.

მათი მტკიცებით, ბახმუტის რაიონში რუსეთის წინსვლის ტემპი ბოლო დღეებში შენელდა, თუმცა ჯერ ნაადრევია იმის თქმა, მიაღწია თუ არა რუსეთის შეტევამ ქალაქის აღების კულმინაციას. 

ერთი რუსი ბლოგერი ირწმუნება, რომ უკრაინულმა ძალებმა ვაგნერ ჯგუფის დაქირავებულები უკან დააბრუნეს იმ პოზიციებზე, რომლებიც რამდენიმე დღის წინ დაიკავეს.

მოხსენებაში წერია, რომ უკრაინული სოციალური მედიის წყაროები ადრე აცხადებდნენ, რომ 21 დეკემბერს უკრაინულმა ძალებმა მთლიანად განდევნეს რუსული ჯარები ბახმუტის აღმოსავლეთ გარეუბნებიდან. ISW-ის შეფასებით, ნოემბერსა და დეკემბერში რუსულმა ჯარებმა უფრო ნაკლები შეტევა განახორციელეს ამ მხარეში, ვიდრე ოქტომბერში.

რუსეთის ძალებს, სავარაუდოდ, გაუჭირდებათ შეტევითი ოპერაციების ტემპის შენარჩუნება და შესაძლოა შეეცადონ ტაქტიკური ან ოპერატიული პაუზის დაწყებას, იტყობინება ISW.

ამერიკელი ექსპერტების აზრით, რუსული ძალების ამჟამინდელ ოპერატიულ შესაძლებლობებზე ბახმუტის რაიონში შესაძლოა გავლენა იქონიოს კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის მძიმე დანაკარგებმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics