|
2022-12-23 22:26:07, 2013 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, მედიცინის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სასტუმრო ,,ჰილტონში“ მედიცინის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მედიკოსებს პროფესიული დღე მიულოცეს აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, ქ. ბათუმის მერიისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა. ღონისძიებაზე, გაწეული განსაკუთრებული წვლილისათვის, სამინისტრომ 9 პირი დააჯილდოვა. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში პროფესიული მიღწევებისათვის: თეიმურაზ გოგიტიძე - მამოლოგი, ონკოლოგი, ონკოქირურგი; მზია ხალვაში - ონკოლოგი, მამოლოგი; იოსებ სიხარულიძე - ინტერვენციული კარდიოლოგი; დიმიტრი მარგველაშვილი - ინტერვენციული კარდიოლოგი; გიორგი ნიკოლაიშვილი - ინტერვენციული კარდიოლოგი; მაჰირ ბალაქიშიევი - კარდიოქირურგი; დიმიტრი ცეცხლაძე - პულმონოლოგი. აქტიური თანამშრომლობისათვის დაჯილდოვდნენ ორგანიზაციები: გაეროს ბავშვთა ფონდი - unicef; არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“. მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ ღონისძიების ფარგლებში, სამინისტროს, მათ შორის აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და აჭარის დასაქმების სააგენტოს, საქმიანობის 2022 წლის ანგარიში და 2023 წელს დაგეგმილი სიახლეები პრეზენტაციის სახით წარადგინა. აჭარაში ,,მედიცინის დღე“ ყოველი წლის 23 დეკემბერს 1996 წლიდან აღინიშნება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)