|
2022-12-23 17:05:49, 956 ნახვა
პოლიტიკა
შემოსავლების სამსახურის უფროსი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვია
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი ლევან კაკავა სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების სამსახურის უფროსის რუსტამ ბადასიანის მიწვევით, ქ. ერევანში იმყოფებოდა. მხარეებმა საბაჟო ადმინისტრაციებს შორის არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და მომავალი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის პრინციპების დანერგვის აუცილებლობას, ასევე, დადებითად შეაფასეს ორი ქვეყნის საზღვრებს შორის გადაადგილებულ ტვირთებსა და სატრანსპორტო საშუალებებზე, წინასწარი ინფორმაციის გაცვლის პროცესი. შემოსავლების სამსახურის უფროსის თქმით, თანამედროვე საბაჟო ინფრასტრუქტურის განვითარება უმნიშვნელოვანესი პროცესია, რაც ხელს შეუწყობს, ტვირთნაკადის სწრაფ გაზრდას და გაამარტივებს საზღვრის კვეთის პროცედურებს. აღნიშნული ვიზიტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ფინანსთა სამინისტროს საფინანსო ანალიტიკური სამსახურის უფროსი ჯონი შურღულაია, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, ასევე საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია - სომხეთის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის გაღრმავების ფარგლებში გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)