|
2022-12-23 14:47:05, 1607 ნახვა
მსოფლიო
სტოლტენბერგი - კრემლი იმედოვნებს ომის „გაყინვას“, რათა ჰქონდეს დრო გადაჯგუფებისა და შეტევის განახლებისთვის
ომი ვლადიმერ პუტინმა დაიწყო და მას დღესაც შეუძლია დაასრულოს ის უკრაინიდან გასვლით, - ამის შესახებ ნათქვამია ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის სტატიაში, რომელიც Financial Times-ში გამოქვეყნდა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, კრემლის ქმედებები აჩვენებს, რომ რუსეთს სურს, ომის "გაყინვა", რათა მოახერხოს გადაჯგუფება, გადაიარაღება და შემდეგ გაანახლოს შეტევა. ”რუსეთი იმედოვნებს ომის გაყინვას, რათა ჰქონდეს დრო გადაჯგუფებისთვის, ძალების გადაიარაღებისა და შეტევის განახლების მცდელობისთვის. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესთავაზა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაიწყოს ჯარების გაყვანა შობამდე, როგორც პირველი ნაბიჯი კონფლიქტის დასრულებისკენ, მაგრამ მოსკოვმა კატეგორიულად უარყო ეს წინადადება. ომი სწორედ პუტინმა დაიწყო და მას დღესაც შეუძლია დაასრულოს ის უკრაინიდან გასვლით. ახლა არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ პუტინს ნამდვილად სურს მშვიდობა", - აცხადებს იენს სტოლტენბერგი. გენერალური მდივნის თქმით, უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს, რათა ქვეყანამ, როგორც სუვერენულმა ევროპულმა სახელმწიფომ, გადარჩენა შეძლოს. "თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, ეს იქნება სიგნალი რუსეთისა და სხვა ავტორიტარული რეჟიმებისთვის, რომ მათ შეუძლიათ მიიღონ ის, რაც სურთ. ეს იქნება კატასტროფა უკრაინისთვის. ასევე, ეს გახდის მთელ მსოფლიოს უფრო საშიშს და ჩვენ ყველას უფრო დაუცველს", - ამბობს სტოლტენბერგი.
ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)