|
2022-12-23 14:40:03, 1506 ნახვა
ეკონომიკა
„ნაციონალური დელიკატესი“ – „თიბისის“ პარტნიორი კიდევ ერთი კომპანიის წარმატება ადგილობრივ ბაზარზე და საზღვარგარეთ
„ნაციონალური დელიკატესი“ კიდევ ერთი ქართული კომპანიაა, რომელიც „თიბისის“ მხარდაჭერით განვითარდა და დღეს ერთ-ერთ წარმატებულ, მზარდ ბიზნესს წარმოადგენს. „კომპანია 2016 წელს დავაფუძნეთ, პირველი 7 პროდუქტით 2017 წლის დასაწყისში გამოვჩნდით ბაზარზე, თუმცა გამოუცდელობის გამო შეცდომები დავუშვით, რასაც მალევე მივხვდით, გავაანალიზეთ ყველაფერი და უკვე 2017 წლის ბოლოს გადავწყვიტეთ, არსებული პროდუქტები წარმოებიდან ამოგვეღო და ახალი შემართებით, ახალი დანადგარებითა და განახლებული ტექნოლოგიით საქმე თავიდან დაგვეწყო. სწორედ ამ მიზნით მივედით „თიბისიში“ და პროგრამა სტარტაპერის დახმარებითა და მხარდაჭერით, 2018 წლის ბოლოს გავხსენით განახლებული საწარმო, გავიარეთ რებრენდინგი და შევქმენით ახალი პროდუქცია უკვე ახალი მანქანა-დანადგარებით, რამაც გაამართლა და მას შემდეგ ჩვენთვის ყოველი წელი წინაზე უკეთესია,“ - ამბობს „ნაციონალური დელიკატესის“ დამფუძნებელი და დირექტორი ოთარ სიმონიშვილი. 2016 წელს, 400 კვ.მ ტერიტორიაზე განლაგებულ საწარმოში, 15 დასაქმებულით და 7 პროდუქტით დაწყებული ბიზნესი დღეს 2000 კვ.მ-მდე ფართს, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილ საწარმოში 30-ზე მეტ დასაქმებულს, 10 სახეობის ადგილობრივი ბაზრისთვის შექმნილ და 15 საექსპორტო პროდუქტს ითვლის. ხარისხიანი დანადგარებისა და გამოცდილი პერსონალის წყალობით, კომპანიას დღეში 10 000 ცალი შეფუთული მზა საკვები პროდუქტის წარმოება შეუძლია, რომლის ყიდვაც „გუდვილში“, „ფრესკოში“, „შირნჰოფერის“, „სპარის“, „მაგნიტის“, „ნატურალისა“ და „სმარტის“ ქსელებშია შესაძლებელი. „ნაციონალური დელიკატესი“ სპეციალურ საველე ულუფებს აწვდის თავდაცვის სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსაც. კომპანია 2018 წლიდან აწარმოებს ექსპორტსაც. როგორც დამფუძნებლები ამბობენ, ქართული რეცეპტების მიხედვით დამზადებული კერძები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ისრაელში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში. „თიბისის“ მხარდაჭერით ჩვენმა ბრენდმა ახალი სიცოცხლე შეიძინა. ახლა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რომ არა „თიბისის“ მაშინდელი მხარდაჭერა და ნდობა, რომელიც მან ჩვენ და ქართული ბაზრისთვის სრულიად ახალი პროდუქტის მიმართ გამოიჩინა, „ნაციონალური დელიკატესს“ ძალიან გაუჭირდებოდა იმ დროისთვის არსებული გამოწვევების გადალახვა. ამ პარტნიორობის შედეგად კი წარმატებას ძალიან მალე მივაღწიეთ და ახლა უკვე ვგეგმავთ მომავალ ნაბიჯებსაც, რომლებიც ასევე „თიბისისთანაა“ დაკავშირებული“. 2023 წლისთვის „ნაციონალური დელიკატესის“ გეგმა ახალი სახეობის პროდუქციის შექმნა, გამოფენებში აქტიური მონაწილეობა, საქართველოს რეგიონებში გასვლა და საექსპორტო ქვეყნების რიცხვის გაზრდაა. მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს პოლონეთთან და ყაზახეთთან, რომელთა ბაზარზეც „ნაციონალური დელიკატესის“ გემრიელი, ნატურალური ქართული კერძები 2023 წლიდან გამოჩნდება.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)