|
2022-12-23 09:52:57, 897 ნახვა
პოლიტიკა
ხაჭაპურიძე - ვნახეთ ერთწლიანი მკურნალობის შედეგი, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი შეაფასებს, როგორც კატასტროფას
ჩვენ ვიცით როგორ გამოიყურებოდა მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღეს და ვნახეთ როგორ გამოიყურება ის დღეს, ანუ ვნახეთ ერთწლიანი მკურნალობის შედეგი თვალნათლივ, რომელსაც ნებისმიერი ობიექტური ადამიანი შეაფასებს, როგორც კატასტროფას,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. მისი თქმით, ჩანს, რომ პენიტენციური სასამართლო პროცესების გაჭიანურებას ცდილობს. „ჩვენ ვიცით ის როგორ გამოიყურებოდა დაკავების დღეს და ვნახეთ ის დღეს როგორ გამოიყურება, ანუ ვნახეთ ერთწლიანი მკურნალობის შედეგი თვალნათლივ, რომელსაც რა ვიცი, ნებისმიერი ობიექტური ადამიანი შეაფასებს, როგორც კატასტროფას. მთავარი საზრუნავი ახლა არის რამენაირად სწრაფად მოხდეს ამ პროცესების ჩანიშვნა, ვინაიდან, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იცდის და მეორე მხარე, როგორც ვხედავთ, მათი მთავარი სტრატეგიაა რამენაირად გაჭიანურდეს ეს პროცესები“,- განაცხადა ხაჭაპურიძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობის განხილვაზე პირველი სხდომა ჩატარდა. პროცესს კლინიკა "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილი დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდა, თუმცა ადვოკატის თქმით, სხდომის მიმდინარეობისას მან თავი შეუძლოდ იგრძნო და ჩართვაზე უარი განაცხადა. ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა. აღნიშნულს წინ უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე მორიგი პროცესი 29 დეკემბერს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)