08:04 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-22 20:11:56, 1930 ნახვა

ომი უკრაინაში
სატელიტური გამოსახულების ანალიზით, AP-მა მარიუპოლში და მის გარშემო 10 300 ახალი საფლავი აღმოაჩინა

გამოცემა Associated Press-მა მარტის დასაწყისიდან დეკემბრის ჩათვლით ჩატარებული სატელიტური გამოსახულების ანალიზით, მარიუპოლსა და მის გარშემო სულ მცირე 10 300 ახალი საფლავი აღმოაჩინა. 

გამოცემამ შეისწავლა ვიდეო კადრები სასაფლაოს კონკრეტულ მონაკვეთებზე მათი რაოდენობის დასათვლელად, საშუალოდ დაახლოებით ერთი საფლავი ყოველ ექვს კვადრატულ მეტრზე. შემდეგ კი, იგივე მეთოდოლოგია გამოიყენა ორ პატარა ახლომდებარე სასაფლაოზე, სადაც მსგავსი მასობრივი საფლავები იყო გათხრილი. 

ანალიზმა ვერ დაადგინა, როგორ დაიღუპნენ საფლავებში მაცხოვრებლები, თუმცა ხშირად დასტუსდებოდა, რომ თითო საფლავზე ერთზე მეტი ადამიანის ნეშტი იყო. ბევრ მათგანს ძალადობრივი სიკვდილის აშკარა ნიშანი აღენიშნებოდა, როგორიცაა აფეთქების შედეგად მიღებული დაზიანებები, ტყვიით მიყენებული ჭრილობები და თოკით შეკრული ხელები.

AP-მა ასევე განიხილა დრონი და ვიდეო კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ რუსები იყენებდნენ მძიმე ტექნიკას გრძელი თხრილების გათხრისთვის. 

სამმა სასამართლო არქეოლოგმა, რომელიც გამოცდილია მასობრივი საფლავების ომის დანაშაულების გამოძიებაში, თქვა, რომ ანალიზი იყო საფუძვლიანი, დაფუძნებული შეზღუდულ ინფორმაციაზე და საფლავებზე წვდომის ნაკლებობაზე. როლანდ ვესინგი, რომელიც დაეხმარა ბოსნიაში, ხორვატიასა და ერაყში მასობრივი საფლავების გათხრებს, დასძინა, რომ საფლავების რაოდენობა არ ემთხვევა მოკლული უკრაინელების რაოდენობას.


 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics