08:29 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-22 20:01:46, 1560 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით დევნის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით დევნის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 დეკემბერს,  ქ. ბათუმში,  ბრალდებულმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის და პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოლიტიკური საქმიანობის მიმართ ნეგატიური შეხედულების გამო, მისი დევნა განახორციელა, რა დროსაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული 20 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა.  

ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე და მას პატიმრობის უზრუნველყოფით გირაო - 5000 ლარის ოდენობით შეუფარდა, რასაც ბრალდების მხარე არ ეთანხმება და სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics