|
2022-12-22 17:57:40, 1905 ნახვა
მსოფლიო
„არ ვაპირებთ მუშაობის ტემპის შენელებას“ - პუტინმა კადიროვი ალექსანდრე ნეველის ორდენით დააჯილდოვა
ვლადიმერ პუტინმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი, რამზან კადიროვი ამჯერად "დიდი ეროვნული მნიშვნელობის ამოცანების ეფექტური გადაწყვეტისთვის" ალექსანდრე ნეველის ორდენით დააჯილდოვა. კადიროვმა რუსეთის პრეზიდენტს მაღალი დაფასებისთვის მადლობა გადაუხადა და დასძინა, რომ სამუშაოს ტემპს არა შეანელებს, არამედ გააორმაგემს კიდეც. "მეგობრებო! რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებულებით, ჩეჩნეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში ჩემი დიდი წვლილისთვის და დიდი ეროვნული მნიშვნელობის ამოცანების ეფექტური გადაწყვეტისთვის, დაჯილდოვებული ვარ მაღალი ჯილდოთი - ალექსანდრე ნეველის ორდენით. სამშობლოს საკეთილდღეოდ სამსახურში ჩემი მოკრძალებული ღვაწლის ასეთი შეფასება ჩემთვის დიდი პატივია. უზომოდ ვამაყობ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ჯილდო მივიღე უზენაესი მთავარსარდლის ხელიდან, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის ნამდვილი ლიდერისა და ჭეშმარიტი პატრიოტის ნათელი მაგალითია! რა თქმა უნდა, დღეს ჩვენი ქვეყანა რთულ პერიოდს გადის. არსებობს მუდმივი ზეწოლა, რომ გაანადგურდეს ის, რითაც ჩვენ უზომოდ ვამაყობთ. მტერი ცდილობს დაასუსტოს ჩვენი ქვეყანა და განდევნოს ჩამოყალიბებული ტრადიციული ღირებულებები, ჩაანაცვლოს ისინი თავისი, სავარაუდოდ, თანამედროვე იდეალებით. თუმცა, ამ მცდელობებს აქამდე წარმატებელი შედეგი არ მოჰყოლია, რადგან სამშობლოს დაცვას იცავენ მისი მამაცი შვილები, ჩვენი პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, რომლებიც ამას არ დაუშვებენ.
ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)