|
2022-12-22 16:33:13, 839 ნახვა
პოლიტიკა
ფინანსთა მინისტრმა და საფრანგეთის ელჩმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, შერაზ გასრისთან. მინისტრმა ელჩს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. მან დიპლომატს მადლობა გადაუხადა ქვეყნისთვის პრიორიტეტული პროექტების დაფინანსებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საფრანგეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხებსა და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პერსპექტივის მხარდაჭერას. ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობაზე, მათ შორის, ხაზი გაესვა ადამიანური კაპიტალის პროგრამას, რომელიც მსოფლიო ბანკისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით დაიწყო. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებას. შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორი რაფაელ ჟოზანი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)