|
2022-12-22 10:24:27, 687 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - საუდის არაბეთის პრემიერთან პარტნიორობის გაფართოების შესაძლებლობები განვიხილეთ
საუდის არაბეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე რეგიონალური და გლობალური გამოწვევები და საერთო ინტერესების კონტექსტში პარტნიორობის გაფართოების შესაძლებლობები განვიხილეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს. მთავრობის მეთაური საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრესა და პრემიერ-მინისტრს მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდს გულთბილი მიღებისა და ნაყოფიერი შეხვედრისთვის მადლობას უხდის. “საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრესა და პრემიერ-მინისტრს მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდს მადლობას ვუხდი გულთბილი მიღებისა და ნაყოფიერი შეხვედრისთვის, რომელიც საუდის არაბეთში ჩემი ვიზიტის ფარგლებში შედგა. განვიხილეთ არსებული რეგიონალური და გლობალური გამოწვევები და საერთო ინტერესების კონტექსტში ჩვენი პარტნიორობის გაფართოების შესაძლებლობები”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად საუდის არაბეთის სამეფოში გუშინ, 21 დეკემბერს გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)