|
2022-12-21 16:49:12, 1581 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - ზელენსკის აშშ-ში ვიზიტი წერტილს დაუსვამს რუსეთის მცდელობებს დაამტკიცოს, თითქოს ჩვენი ურთიერთობები ცივდება
ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტი საბოლოოდ უსვამს წერტილს რუსული მხარის მცდელობებს დაამტკიცოს, თითქოს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ცივდება,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. პოდოლიაკის თქმით, უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი და ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრა საშუალებას მისცემს, ახსნას უკრაინაში არსებული რეალური ვითარება, რა იარაღი სჭირდება კიევს მოსკოვთან საბრძოლველად და რატომ სჭირდება ისინი. „პირველ რიგში, როგორც თავად ვიზიტი, ისე დაგეგმილი შეხვედრების დონე ცალსახად მეტყველებს ქვეყნებს შორის ნდობის მაღალ ხარისხზე. მეორე, ეს საბოლოოდ უსვამს წერტილს რუსული მხარის მცდელობებს დაამტკიცოს, თითქოს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ცივდება. ეს, რა თქმა უნდა, ახლოსაც არ არის რეალობასთან. შეერთებული შტატები უკრაინას ცალსახად უჭერს მხარს“, - განაცხადა პოდოლიაკმა. მისივე თქმით, ვიზიტი გაააქტიურებს სამხედრო თანამშრომლობის ძირითად სფეროებს, გაზრდის ორპარტიული პოლიტიკური მხარდაჭერის კიდევ უფრო მობილიზებას და უფრო ნათლად დახატავს მომავლის სურათს იმ შემთხვევაში, თუ ომი სწორად არ დამთავრდება. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც ის ამერიკელ კოლეგას, ჯო ბაიდენსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში, ასევე იგეგმება ზელენსკის სიტყვით გამოსვლა კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)