23:10 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-21 15:27:13, 1391 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 9 ნოემბერს, ქ. თბილისში, ა. პუშკინის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ტელეკომპანია „ფორმულას" ჟურნალისტი და ამავე ტელეკომპანიის ოპერატორი პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდნენ, რა დროსაც ჟურნალისტმა ბრალდებულს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა. აღნიშნულმა პირმა, ჟურნალისტის შეკითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა და ვიდეოგადაღების შეეწყვეტის და ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა. აღნიშნულის შემდეგ, ავტომანქანაში ჩაჯდა,  კომენტარზე მისულ ჟურნალისტს ავტომანქანა განზრახ დააჯახა და შემთხვევის ადგილი დატოვა.  

ბრალდებულის ქმედების შედეგად დაზარალებულმა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის 126 -ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა. 

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics