|
2022-12-20 19:31:47, 904 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის „სოციალური მზრუნველობის სააგენტომ“ კონფერენციაზე 2-წლიანი საქმიანობის შედეგები წარადგინა
2020-2022 წლის მონაცემებით, სოციალური მუშაკების მიერ, 70 000-მდე ოჯახში განხორციელდა „სოციალური მზრუნველობის სააგენტოს“ სოციალური მუშაკების ვიზიტი. მათგან 16 000-მდე ოჯახში, საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით, 30 000 ბავშვის სკრინინგი ჩატარდა. სკრინინგის საფუძველზე, 30-მდე საქმეში გამოიკვეთა ფსიქოლოგის ჩართულობის საჭიროება - ამის შესახებ თბილისის მერიის თბილისის მერიის „სოციალური მზრუნველობის სააგენტოს“ დირექტორმა დავით დოლიძემ კონფერენციაზე - „ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესში“ განაცხადა. დავით დოლიძემ კონფერენციაზე სააგენტოს საქმიანობის შესახებ ისაუბრა და ორი წლის ანგარიში წარადგინა. ამასთან, კონფერენციის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაგეგმილი პრევენციული ღონისძიებების შესახებ. „ჩვენი სააგენტოს საქმიანობა მთლიანად მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ორი წლის განმავლობაში, სოციალური მუშაკები გავანაწილეთ დედაქალაქის მასშტაბით 30 ოფისში (ბაგა-ბაღების ტერიტორიაზე), ისინი ოჯახებში ვიზიტებს ახორციელებენ, რათა დაადგინონ ბავშვის და მისი ოჯახის საჭიროებები; განსაზღვრონ რისკები და ასეთის არსებობის შემთხვევაში მიიღონ შესაბამისი ზომები; იმუშაონ ცნობიერების ამაღლებაზე. გარდა ამისა, იმართება საინფორმაციო შეხვედრები საბავშვო ბაგა-ბაღებში მშობლებთან, ბავშვთან და ოჯახთან დაკავშირებული პროგრამებისა და სერვისების შესახებ. 2020-2022 წლის მონაცემებით, სოციალური მუშაკების მიერ, 70 000-მდე ოჯახში ვიზიტი განხორციელდა, საიდანაც 16 000-მდე ოჯახში, საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით, 30 000 ბავშვის სკრინინგი ჩატარდა. სკრინინგის საფუძველზე, 30-მდე საქმეში გამოიკვეთა ფსიქოლოგის ჩართულობის საჭიროება; სოციალური მუშაკების მიერ, სხვადასხვა საჭიროების დაკმაყოფილების მიზნით, ოჯახებთან კონსულტაციის საფუძველზე, 180-მდე ოჯახი რაიონულ გამგეობაში გადამისამართდა“, - განაცხადა დავით დოლიძემ. ორდღიანი კონფერენცია იუსტიციის სამინისტროსა და ევროპის საბჭოს ერთობლივი ორგანიზებით, პროექტის - „ჯანდაცვის უზრუნველყოფის გაუმჯობესება საქართველოს პენიტენციურ სისტემაში“ (Enhancing Healthcare Provision in Georgia's Penitentiary System) ფარგლებში მიმდინარეობს.
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)