|
2022-12-20 19:04:09, 945 ნახვა
საზოგადოება
ადვოკატი - უცხოელებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ შესაძლებელია სააკაშვილი პოლონიუმით იყოს მოწამლული
მივწერეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ვინაიდან უცხოელებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ შესაძლებელია მიხეილ სააკაშვილი პოლონიუმით იყოს მოწამლული,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. მისი თქმით, საჭიროა მიხეილ სააკაშვილს დამატებითი კვლევები ჩაუტარდეს, თუმცა საქართველოში არსებულ ლაბორატორიებს ამის გაკეთება არ შეუძლიათ. "ახლა მიიღეს გადაწყვეტილება, მოდით სისხლიც ავიღოთ, თმის და ფრჩხილებიცო. ახლა ვეუბნებით, რომ არსებული გაიდლაინების მიხედვით, თუ პირი მაისშია მოწამლული დღეს ვეღარაფერს ვეღარ აღმოაჩენენ, იმავდროულად ჩვენ მივწერეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ვინაიდან უცხოელებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ შესაძლებელია სააკაშვილი პოლონიუმით იყოს მოწამლული. საერთაშორისო ტოქსიკოლოგიურ ორგანიზაციებს მივწერეთ, იმათგან მოგვივიდა პასუხი, რომ აი თქვენ რომ დაადგინეთ ეს კვლევები უნდა ჩაატარონო. მივმართეთ საქართველოში არსებულ ლაბორატორიებს და ვეკითხებით, თქვენ შეგიძლიათ ამ კვლევების ჩატარება, ისინი გვეუბნებიან, რომ ჩვენ არ შეგვიძლია" - განაცხადა ხაჭაპურიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)