|
2022-12-20 18:13:18, 1574 ნახვა
მსოფლიო
სიმონიანი პუტინს - მადლობა, რომ 2008 წელს გიჟ კანიბალს არ მიეცით საშუალება აფხაზეთი და ოსეთი გადაეყლაპა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, საინფორმაციო პოლიტიკის განხორციელებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის, Russia Today-ს მთავარ რედაქტორს, მარგარიტა სიმონიანს ღირსების ორდენი გადასცა. დაჯილდოების ცერემონიაზე სიმონიანმა მადლობა გადაუხადა რუს დიქტატორს იმისთვის, რომ 2008 წელს არ დაუშვა „გიჟ კანიბალს აფხაზეთი და ოსეთი გადაეყლაპა“. გარდა ამისა, მან მადლობა გადაუხადა პუტინს რამდენიმე წლის წინ „ყარაბაღის ხოცვა-ჟლეტის შეჩერებისთვის“. „ყოველთვის მინდოდა მეთქვა - გმადლობთ კანიბალების ჩაძაღლებისთვის. 20 წელზე მეტი ხნის წინ დაგპირდით, გახსოვთ ალბათ თქვენი დაუვიწყარი ფრაზა "ჩაძაღლება". მადლობა, რომ 2008 წელს გიჟ კანიბალს არ მიეცით საშუალება აფხაზეთი და ოსეთი გადაეყლაპა. მადლობა, ყარაბაღის ხოცვა-ჟლეტის შეჩერებისთვის. გმადლობთ, რომ ჩვენი ხალხი ამ კანიბალებს სისხლიანი პირიდან ტკივილით, სისხლით გამოგლიჯეთ. ჩვენ დაგეხმარებით ამაში, რამდენადაც თქვენ ჩვენგან მოითხოვთ, ”- განაცხადა სიმონიანმა. პუტინმა სახელმწიფო ჯილდოები ასევე გადასცა ე.წ ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების მეთაურების მოვალეობის შემსრულებლებს - ლეონიდ პასეჩნიკსა და დენის პუშლინს, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების ე.წ ხელმძღვანელებს, ევგენი ბალიცკისა და ვლადიმერ სალდოს.
ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)