|
2022-12-20 16:39:42, 813 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო ბიოწარმოების ხელშეწყობას 2023 წელსაც გააგრძელებს
სახელმწიფო ბიომწარმოებელების მხარდაჭერას 2023 წელს სპეციალური შემუშავებული პროგრამის საშუალებით მოახდენს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სმაინისტროს ინფორმაციით, მიზნობრივი პროგრამის ბიუჯეტი, მიმდინარე წელთან შედარებით, მზარდია და 500 000 ლარით არის განსაზღვრული. „იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ორგანული წარმოების მხარდაჭერა სახელმწიფო ერთ-ერთი პრიორიტეტია, საჭიროების შემთხვევაში, დაფინანსების გაზრდის საკითხი განიხილება. 2022 წელს, ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა საპილოტე რეჟიმში ამოქმედდა. პროგრამა არაბიომეურნეობიდან ბიომეურნეობაზე გადასვლის ხელშეწყობას ითვალისწინებს, რაც ბიოწარმოების სერტიფიცირების, საკონსულტაციო მომსახურების, ორგანულ მეურნეობაში დაშვებული ორგანული სასუქების ან/და მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიოპრეპარატების შეძენის, ფუტკრის სამკურნალო ბიოპრეპარატებისა და ბიოფიჭის შეძენის, ასევე, თაფლისა და ცვილის წარმოებისათვის ლაბორატორიული ანალიზის მომსახურების ხარჯის ანაზღაურებას გულისხმობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)