|
2022-12-20 10:24:59, 1145 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ ახალი არტ გალერეა „ნობლესის” მხარდამჭერია
„საქართველოს ბანკი“ ახალი არტ გალერეა „ნობლესის” მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“ ხელოვნებისა და კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, თბილისში არტ გალერეა „ნობლესი“, რუსუდან ფეტვიაშვილის პერსონალური გამოფენით გაიხსნა. გალერეის გახნის ფარგლებში, „ნობლესმა“ რუსუდან ფეტვიაშვილის პრემიუმ ხარისხის სამენოვანი (ქართულ-ინგლისური; ქართულ-ფრანგული) კატალოგი გამოსცა. „გალერეა „ნობლესი“ რუსუდან ფეტვიაშვილის გამოფენით გაიხსნა, რომელიც 25 დეკემბრამდე გაგრძელდება. შემდეგ სხვა ქართველი და უცხოელი თანამედროვე არტისტების ნამუშევრები გამოიფინება. გალერეის ერთერთი მთავარი მიზანია ქართული კულტურის პოპულარიზაცია, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. უკვე არაერთი პროექტი გვაქვს დაგეგმილი საფრანგეთის რესპუბლიკასთან და სწორედ ამიტომ ჩვენი გალერეა გახდა საქართველოში საფრანგეთის სავაჭრო და ინდუსტრიული პალატის წევრი. სამომავლოდ ვაპირებთ, როგორც ფრანგი მხატვრების მოწვევას საქართველოში, ასევე, ქართველი არტისტების წაყვანას საფრანგეთში, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს პარტნიორულ ურთიერთობებს. ვფიქრობთ, ამით ჩვენი გალერეა თავის მოკრძალებულ წვლილს შეიტანს საფრანგეთსა და საქართველოს შორის კულტურული დიპლომატიის განვითარებაში“, - განაცხადა არტ გალერეა „ნობლესის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა, ნინო ლაბაძემ. „საქართველოს ბანკი“ მუდმივად ცდილობს მხარი დაუჭიროს ხელოვნების და კულტურის სფეროს, მსგავსი პროექტების განხორციელებაში. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ქალაქს კიდევ ერთი არტ გალერეა შეემატა, რომელიც რუსუდან ფეტვიაშვილის ნამუშევრებით გაიხსნა. აღნიშნული გამოფენის სახელწოდებაა „ორ სამყაროს შორის“ და მის ფარგლებში ასევე წარმოდგენილია დიმა ფეტვიაშვილის ხის ნამუშევრები, რომელიც რუსუდან ფეტვიაშვილთან კოლაბორაციის შედეგად შეიქმნა. გალერეა სამომავლოდაც ახალი არტისტების აღმოჩენას გვპირდება. კულტურის მოყვარულებს, „ნობლესი“ მისცემს შესაძლებლობას, ქართველი და უცხოელი არტისტების საინტერესო ნამუშევრები იხილონ“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“. გალერეა „ნობლესი“ ახალი ტიპის არტისტული ინსტიტუციაა, რომელიც ორიენტირებულია თანამედროვე ქართული ვიზუალური ხელოვნების ორიგინალურ რეპრეზენტაციაზე. „ნობლესი“ ორიენტირებულია წარმოაჩინოს, არა მხოლოდ მიმდინარე მხატვრული პროცესები, არამედ ძველი თაობის მხატვართა შემოქმედება და მიზნად ისახავს მათ ახალ ისტორიულ კონტექსტში წარდგენას. გალერეა არ იქნება მხოლოდ გამოფენა-გაყიდვების ორგანიზებით დაკავებული და მისი ერთერთი მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, როგორც საქართველოში, ასევე - საზღვრებს გარეთ და ამ მიმართულებით, არაერთი პროექტის განხორციელებას გეგმავს. „ნობლესი“ აქტიურად დაუჭერს მხარს ქალ არტისტებს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ნიჭიერ მხატვრებს.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)