08:51 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-19 10:43:10, 1460 ნახვა

მსოფლიო
ირანის საგარეო - რუსეთთან ურთიერთობების გასაფართოებლად ნებართვას არავისგან ვითხოვთ

რუსეთთან ურთიერთობების გასაფართოებლად, თეირანი ნებართვას არავისგან  არ ითხოვს, - ამის შესახებ ინფორმაციას ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ნასერ კანანის განცხადებით, თეირანი დამოუკიდებლად მოქმედებს თავისი საგარეო ურთიერთობების რეგულირებაში.

„თეირანი დამოუკიდებლად მოქმედებს თავისი საგარეო ურთიერთობების რეგულირებაში და არავის სთხოვს ნებართვას. ირანსა და რუსეთს შორის თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის თავდაცვის სფეროში, ფართოვდება საერთო ინტერესების ფარგლებში და არა რომელიმე მესამე ქვეყნის წინააღმდეგ“,- განაცხადა კანანმა.

ამასთან, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელის, უილიამ ბერნსის განცხადებით, ირანსა და რუსეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა „საფრთხეს უქმნის“ აშშ-ის მოკავშირეებს ახლო აღმოსავლეთში.

კანანის თქმითვე, ირანის პოლიტიკა მისი ეროვნული ინტერესებითაა ნაკარნახევია.

„აშშ-ის ოფიციალური პირები აგრძელებენ უსაფუძვლო პოლიტიკურ პრეტენზიებს და უკანონო ქმედებებს ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ირანსა და რუსეთს შორის ჩვეულებრივი თავდაცვას და სამხედრო თანამშრომლობა“,- დასძინა კანანმა.

ცნობისთვის, ირანს რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდებაში ადანაშაულებენ, რომელიც უკრაინაზე თავდასხმისთვის გამოიყენება.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ირანიდან Shahed-136 და Mohajer-6 კამიკაძე დრონები შეიძინა.

ირანის ხელისუფლება დიდი ხნის განმავლობაში არ აღიარებდა, რომ მათ რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატები მიჰყიდეს.

ნოემბრის დასაწყისში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა აღიარა, რომ  მისმა ქვეყანამ რუსეთს დრონები სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე მიაწოდა.

მოგვიანებით, აშშ-ს ხაზინამ დააწესა სანქციები კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ირანიდან რუსეთში უპილოტო თვითმფრინავების წარმოებასა და მიწოდებას ახორციელებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics