|
2022-12-18 19:06:06, 1424 ნახვა
საზოგადოება
შრომის ინპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე აშშ-ს დასაქმებულთა გაერთიანებების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები ნიუ-იორკში შრომის თემატიკაზე მომუშავე დასაქმებულთა გაერთიანებებსა და აკადემიური წრის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე, მთავარი შრომის ინსპექტორის პირველი მოადგილე ნატო ნათენაძე, სამსახურისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ნიუ-იორკში კომუნიკაციების მუშაკთა ამერიკული პროფკავშირის, ჯანდაცვისა და ჰოსპიტალური სექტორის პროფკავშირების ადგილობრივი ოფისის, შრომისა და ურბანული კვლევების CUNY-ის სკოლისა და კორნელის უნივერსიტეტის ინდუსტრიული და შრომითი ურთიერთობების სკოლის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს. მხარეებმა განხილეს დასაქმებულთა უფლებების დაცვის მექანიზმები, სასამართლო პრაქტიკა, მიმდინარე გამოწვევები შრომით ურთიერთობებში და სამომავლო გეგმები. ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის - შრომითი უფლებების გაძლიერება ეფექტური შრომის ინსპექტირების მეშვეობით, საერთაშორისო ვიზიტორთა ლიდერობის პროგრამის (IVLP) ფარგლებში ხორციელდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)