04:46 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-18 16:50:57, 4264 ნახვა

ომი უკრაინაში
გამოქვეყნდა ვიდეო, რომლითაც ზელენსკის მსოფლიო ჩემპიონატზე მაყურებლისთვის უნდა მიემართა

დღეს კატარში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გაიმართება. ამ გრანდიოზული ღონისძიების დროს მაყურებელს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა უნდა მოესმინა, თუმცა FIFA-მ ამის საშუალება არ მისცა

UAF-ის პრეზიდენტმა ანდრეი პაველკომ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ თუ ამას კატარის სტადიონიდან ვერ ნახავენ, მაშინ ტელეფინით იქნება შესაძლებელი. 

ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა მხარი დაუჭირონ უკრაინას და მის ძალისხმევას მშვიდობის აღსადგენად და შეუერთდნენ მშვიდობის ფორმულას გლობალურ სამიტზე.

„მსოფლიოში ყველა მამას სურს თავისი შვილი ფეხბურთის მატჩზე წაიყვანოს, ხოლო ჩვენთან ყველა დედა ოცნებობს, რომ მისი შვილი ომიდან დაბრუნდეს. ეს მსოფლიო ჩემპიონატი ისევ და ისევ ამტკიცებს, რომ სხვადასხვა ქვეყნებსა და ხალხებს შეუძლიათ გადაწყვიტონ, ვინ არის უფრო ძლიერი სამართლიან თამაშში და არა ცეცხლთან თამაშში. მწვანე ფეხბურთის მოედანზე და არა წითელ ბრძოლის ველზე. ეს არის ამდენი ადამიანის ოცნება. როცა მოთამაშეები ასპარეზობენ, მაგრამ ყველა მშვიდობით ტკბება“, - ამბობს უკრაინის სახელმწიფოს მეთაური.

 

შეგახსენებთ, რომ 16 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის სურდა, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დაწყებამდე მაყურებლისთვის ონლაინ ფორმატში მიემართა, თუმცა FIFA-მ უარი უთხრა. 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics