05:05 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-18 11:58:10, 2506 ნახვა

ომი უკრაინაში
ISW - ბახმუტში „ვაგნერის“ მებრძოლების წარუმატებლობა რუსეთის არმიაში განხეთქილებას ამძაფრებს

რუსი ოკუპანტები აგრძელებენ დონეცკის ოლქში, ბახმუტის დაკავების მცდელობებს, ამ მიმართულებით წარუმატებლად იბრძვიან „ვაგნერის“ მებრძოლები. ამის შესახებ ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) იტყობინება.

ანალიტიკოსების განმარტებით, „ვაგნერის“ მებრძოლების გამო რუსეთის არმიაში განხეთქილება მძაფრდება.

ISW ექსპერტები იხსენებენ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მარიონეტი ლიდერის, დენის პუშილინის გუშინ გაკეთებულ განცხადებას ბახმუტში მათი და "ვაგნერის" ქვედანაყოფების ერთობლივი მოქმედებების შესახებ. 

„რუსეთის ფედერაციის საინფორმაციო სივრცეში პუშილინის განცხადებებსა და პრიგოჟინისა და სხვა ცნობილი პირების გამოსვლებს შორის შეუსაბამობა მიუთითებს იმაზე, რომ განხეთქილება „DPR“-სა და „ვაგნერიანებს“ შორის გრძელდება და იზრდება“, - თვლიან ანალიტიკოსები.

ექსპერტების აზრით, პრიგოჟინის დაქირავებულთა როლმა ბახმუტის ირგვლივ ოპერაციებში შეიძლება ხელი შეუწყოს რუსეთის არმიის სხვადასხვა ფრაქციებს შორის განხეთქილებას, ასევე კრემლის მარიონეტების დისკრედიტაციას "DPR"-დან და მათ მეთაურობით ბოევიკებისგან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics