|
2022-12-16 18:30:13, 1316 ნახვა
პოლიტიკა
მელია ჰააგას გადაწყვეტილებაზე - უარყოფილია ყველა ბრალდება მიხეილ სააკაშვილის მიმართ. საქართველო გამართლდა
დღეს ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ დაასრულა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიება. უარყოფილია ყველა ბრალდება ქართველი სამხედროების მიმართ, უარყოფილია ყველა ბრალდება საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალ მიხეილ სააკაშვილის მიმართ. საქართველო გამართლდა, - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ, ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენზე. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა, რომ ბრალი მიხილ სააკაშვილს და ქართველ გმირ მებრძოლებს დასდებოდათ,მაგრამ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2008 წლის ომში, ბრალი რუსული მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებს მიუძღვით. მან დასძინა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება კვლავ პრიორიტეტად რჩება,რადგან მისი არსებობა პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენი სახელმწიფოებრიობის არსებობასთან. "დღეს ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ დაასრულა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიება. უარყოფილია ყველა ბრალდება ქართველი სამხედროების მიმართ, უარყოფილია ყველა ბრალდება საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალ მიხეილ სააკაშვილის მიმართ. საქართველო გამართლდა. თავისუფალმა სამყარომ საქართველო სრულად გაამართლა იმ ომში, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში რუსული ოცნების წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილს აბრალებდნენ, გუშინაც კი, ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას, 2008 წლის ომს ახსენებდა, როგორც მის დანაშაულს. მთელი ამ წლების განმავლობაში ქართული ოცნება ბრალს გვდებდა, რომ საქართველომ კაპიტულაცია არ გამოაცხადა, რომ არ დაემორჩილა ოკუპანტებს და დაიცვა თავისუფლება, სუვერენიტეტი და სახელმწიფო. ეს იყო რუსული ნარატივი, რომელსაც თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად იმეორებდა რუსეთის სატელიტი ქართული ოცნება. სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა, რომ ბრალი მიხეილ სააკაშვილის და ქართველ გმირ სამხედროებს დასდებოდა. ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით კი ბრალი იქნა წარდგენილი რუსული არმიის გენერალ ბორისოვისა და მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ. არცერთი ქართველის მიერ ჩადენილი არანაირი დანაშაული არ დადასტურდა! ის, რაც ქართული ოცნებისათვის დანაშაულია - პატრიოტიზმი და ღირსება, ცივილიზებული კაცობრიობისათვის რჩება წარუვალ ღირებულებად. ამ ღირებულებებთან შინაგანი შეუთავსებლობა განაპირობებს ოლიგარქიული რეჟიმის ბრძოლას საქართველოს იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც გმირულად იბრძვიან უკრაინაში პუტინის იმპერიის წინააღმდეგ. ბოროტების იმპერიასთან მებრძოლი პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წელს აფრთხილებდა მსოფლიოს, თუ რა მოხდებოდა, იმ შემთხვევაში თუ რუსეთს არ შეაჩერებდნენ, რუს ოლიგარქ ივანიშვილს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პირობებში დატყვევებული ჰყავს. დღეს ცივილიზებული მსოფლიო თანხმდება, რომ უნდა გაეთვალისწინებინათ მიხეილ სააკაშვილის გაფრთხილება და დროულად მიეღოთ ზომები რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც მთელი ევროპისა და ცივილიზებული სამყაროსათვის საფრთხედ გადაიქცა. ჰააგის სასამართლოს დღევანდელი ვერდიქტი არის ასევე უმნიშვნელოვანესი დადასტურება, რომ ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის ტყვე, რაც ასევე ხაზგასმით ჩაიწერა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა პატრიოტს, ყველა ქართველ სამხედროს და ყველა იმ ადამიანს, ვინც იცავდა საქართველოს ინტერესებს ჰააგის სასამართლოში. ამასთან, კვლავაც ვადასტურებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არის ისტორიული უსამართლობა ქართველი ხალხისა და საქართველოს მომავლის წინაშე. პრეზიდენტის თავისუფლება კვლავ რჩება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად, რადგან პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენი სახელმწიფოებრიობის არსებობასთან. ბრძოლა გრძელდება, ძალა ერთობაშია" - განაცხადა მელიამ.
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)