|
2022-12-16 16:19:00, 1059 ნახვა
საზოგადოება
ბრეგაძე - ახალი პენიტენციური კოდექსი პენიტენციურში მყოფ პირთა უფლებრივ მდგომარეობას უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში სიტყვის გამოსვლისას ისაუბრა ახალი პენიტენციური კოდექსის პროექტის შესახებ, რომელიც უკვე ინიცირებულია საკანონმდებლო ორგანოში. „2012 წლის არჩევნების შემდეგ საქართველოში მოვიდა ადამიანის ღირსებაზე ორიენტირებული ხელისუფლება, რომლის მთავარი ღირებულება ადამიანია. საზოგადოებამ ნათლად იხილა პენიტენციურ სისტემაში გატარებული წარმატებული რეფორმების შედეგები. მუდმივი ზრუნვის საგანია ინფრასტრუქტურული პირობების მისადაგება თანამედროვე, მაღალ საერთაშორისო სტანდარტებთან. რაღა თქმა უნდა, მთავარი საზრუნავია თანამშრომლების ღირსეული სამუშაო პირობები, რაც მუდმივად უმჯობესდება. თუმცა, ჩვენ არ ვკმაყოფილდებით მიღწეულით, ყოველთვის ვეძებთ არსებულ გამოწვევებს და მათზე შესაბამის პასუხებს", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. რატი ბრეგაძის თქმით, მსოფლიო ვითარდება, შესაბამისად, ვითარდება მიდგომები პენიტენციურ სისტემებთან მიმართებით, იუსტიციის სამინისტრო ფეხს უწყობს ამ პროგრესს, რისთვისაც შემუშავდა ახალი პენიტენციური კოდექსი. ახალი პენიტენციური კოდექსის პროექტი აუმჯობესებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა შრომით პირობებს და პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირთა უფლებრივი მდგომარეობა კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აჰყავს. ახალი პენიტენციური კოდექსის მიხედვით ბრალდებულს მიენიჭება:
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)