17:07 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-16 13:48:10, 958 ნახვა

პოლიტიკა
„ეს ხალხი კიდევ ერთხელ აჩვენებს თავიანთ დაუნდობელ სახეს“ - ბრეგაძე ოპოზიციას, რომლებმაც სხდომათა დარბაზი დატოვეს

ეს ხალხი კიდევ ერთხელ აჩვენებს თავიანთ სახეს და იმას, რომ მართლა არავის დაინდობენ ხელისუფლების უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ოპოზიციის დეპუტატებს, რომლებმაც პროტესტის ნიშნად, პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვეს. 

როგორც რატი ბრეგაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას დასძინა, ოპოზიციის ქმედებები ადასტურებენ, რომ მათ "არაფერი აქვთ საკანონმდებლო საქმიანობასთან და ცივილიზებულ-პოლიტიკურ კულტურასთან". 

"ქართველ ხალხს მინდა ბოდიში მოვუხადო რადიკალური ოპოზიციის ქმედებების გამო, რომლებიც ნათლად ადასტურებენ იმას, რომ არაფერი აქვთ საკანონმდებლო საქმიანობასთან და ცივილიზებულ-პოლიტიკურ კულტურასთან. ჩვენ ვიხილეთ ცილისწამება, როდესაც ადამიანს აბრალებ, რომ არის მკვლელი, ამ ოროსნებს შევახსენებ , რომ მის წინააღმდეგ უნდა იყოს დამდგარი კანონიერი განაჩენი სასამართლოს მიერ და მარტო მას შემდეგ შეიძლება უწოდო მათ მკვლელი. თუმცა, მსგავსი სახის ცილისწამებას მიჩვეული ვართ. ეს ხალხი კიდევ ერთხელ აჩვენებს თავიანთ დაუნდობელ სახეს და ნათლად აჩვენებ, რომ ისინი მართლა არავის დაინდობენ ხელისუფლების უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამას ქართველი ხალხი მართლა არ დაუშვებს",- განაცხადა ბრეგაძემ. 

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს  „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. 

პროტესტის ნიშნად, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები სხდომათა დარბაზში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტოებითა და ბანერით - „ნუ კლავთ!“ მივიდნენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics