|
2022-12-16 11:29:02, 1541 ნახვა
ეკონომიკა
საუკეთესო წლიური ანგარიშისთვის „თიბისი“ BARTA 2022-ის გამარჯვებული გახდა
„თიბისიმ“ BARTA-ს ჯილდო საუკეთესო წლიური ანგარიშისთვის მიიღო მსხვილი საფინანსო კომპანიების კატეგორიაში. წელს საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის დაჯილდოების (BARTA) რიგით მეოთხე ცერემონია გამიმართა. დაჯილდოების ცერემონიას ახორციელებენ ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობები საქართველოში. პროექტი შეიქმნა 2019 წელს, ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის მიერ, საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან პარტნიორობით. "გამჭვირვალე და ხარისხიანი ანგარიშგება კომპანიების სანდოობის უმნიშვნელოვანესი საფუძველია. ეს არის ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომლის საფუძველზეც პოტენციური საერთაშორისო ინვესტორები ინვესტირების გადაწყვეტილებას იღებენ. ჩვენთვის დიდი პატივია ამ ჯილდოს მიღება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „თიბისის“ სანდოობას და გამჭვირვალობას, როგორც ქართველი მომხმარებლებისთვის, ისე ჩვენი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორებისთვის და ინვესტორებისთვის. მადლობას ვუხდი მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის წარმომადგენლობებს ამ მნიშვნელოვანი აღიარებისთვის" - განაცხადა „თიბისის“ ფინანსურმა დირექტორმა, გიორგი მეგრელიშვილმა. BARTA -ს გადაცემის პირველი ცერემონია 2019 წლის დეკემბერში ჩატარდა. ყოველწლიური ჯილდოს მიზანია ანგარიშგების ახალ წესებთან შესაბამისობის ხელშეწყობა, კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის წახალისება და კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის ამაღლება ქვეყნის მიერ ინვესტორთა ნდობის ზრდის პროცესში როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. გამარჯვებულებს კომპეტენტური საერთაშორისო ჟიური გამოავლენს. შერჩევის პროცესი მტკიცე მეთოდოლოგიის გამოყენებით ტარდება, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ხაზს უსვამს არასაფინანსო ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობას ისეთი არამატერიალური აქტივების შესახებ, როგორებიცაა: ბრენდი, რეპუტაცია, მდგრადი განვითარება, „ნოუ-ჰაუ" და კეთილი ნება, რომლებიც კორპორაციულ ღირებულებას ქმნის. ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე – https://barta.ge/.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)