18:22 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-15 23:08:30, 2212 ნახვა

პოლიტიკა
დონფრიდი - სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს გვერდში დგომას და დავიცავთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ კარენ დონფრიდსმა განაცხადა.

მისივე თქმით,ვალდებულების დემონსტრირების ნაწილი საქართველოში რეფორმების წახალისებაა,მან დასძინა,რომ ამ წლის დასაწყისში ევროკავშირმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპეტივა მიანიჭა.

"ჩვენი ამ ვალდებულების დემონსტრირების ნაწილია საქართველოში რეფორმების წახალისება. ამ წლის დასაწყისში ევროკავშირმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპეტივა მიანიჭა და ასევე, ნათლად აჩვენა, რომ რეფორმები, რომელიც საქართველომ უნდა გაატაროს, მხარს უჭერს საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერებას. ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ ფართო და ღრმა, ორპარტიული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ძალიან მძლავრ სიგნალს უგზავნის რუსეთს, საქართველოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით. საქართველო ღრმად შეშფოთებულია იმით, რაც ხდება უკრაინაში და პარტნიორია ამ მიმართულებით“, - განაცხადა დონფრიდმა." - განაცხადა კარენ დონფრიდსმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთან მკურნალი ექიმი ვერ შედის
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics