18:24 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-15 14:20:05, 1045 ნახვა

პოლიტიკა
DRI - მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელება ღირსების შემლახავი და დამამცირებელია

მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელება ღირსების შემლახველია, -  ასე აფასებს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი საქართველოს მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების შემცველი კადრების გავრცელებას.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, სახელმწიფო პენიტენციური სამსახურის მიერ კადრების გასაჯაროების საბაბად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დასახელება ვერ იქნება ლეგიტიმური საფუძველი სააკაშვილის პერსონალური ინფორმაციის იმ მასშტაბით გავრცელების, რისი რეალური შედეგიც  მისი პიროვნული ღირსების შელახვაა. 

DRI მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:

  • უარი თქვას პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორების არალეგიტიმურ და ადამიანის ღირსების შემლახველ მეთოდებზე, რაც დემოკრატიული პოლიტიკურ სისტემასთან შეუთავსებელია.
  • გაითვალისწინოს ქართველი და უცხოელი ექიმების სამედიცინო დასკვნები და ყველა შესაბამისი ნაბიჯი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე გადადგას.  

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 14 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელა, რომელიც "ვივამედში", 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით სხვადასხვა პერიოდს ასახავს.

უწყებამ კადრების გასაჯაროება „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით“ ახსნა.

 


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთან მკურნალი ექიმი ვერ შედის
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics