05:59 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-15 10:09:45, 935 ნახვა

საზოგადოება
მიწის რეგისტრაციის სისტემური პროცესის განხილვის მიზნით შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, საჯარო რეესტრის ეროვნული  სააგენტოს წარმომადგენლებსა და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა მიწის რეგისტრაციის სისტემურ პროცესზე იმსჯელეს, რომელსაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტო ახორციელებს. 

"შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ  აუცილებელია  კონკრეტული რეგულაციების და წესების განსაზღვრა, რომელიც უზრუნველყოფს პროცესების სწორად წარმართვას,  ისე, რომ, ერთის მხრივ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სისტემური რეგისტრაციის პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს  და, მეორე მხრივ,  სრულად იყოს დაცული ტყის ინტერესები.    

აღნიშნულიდან გამომდინარე,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროს ინიციატივით,  ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში,  შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმსჯელებს კანონმდებლობის დახვეწაზე, რითაც დარეგულირდება ტყის საზღვრებში მოქცეული ფართობების კორექტირების კონკრეტული საფუძვლები. სამუშაო ჯგუფი დაკომპლექტებულია სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით.

შეხვედრას პარლამენტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ", - ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics